1.11.15

20-22 ნოემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრის ორგანიზებით საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიმართება

20-22 ნოემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციას უმასპინძლებს. კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ინტელის, მაიკროსოფტის, ლიბერთი ბანკისა და ესაბის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.
კონფერენციის მიზანია სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის, ასევე სფეროში არსებული ინოვაციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება.
კონფერენციის თემატური მიმართულებებია სწავლა და სწავლება ციფრულ ეპოქაში; მენეჯმენტი და ლიდერობა; პროფესიულიგანვითარება; სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენების შესახებ განხორციელებული კვლევები და ტექნოლოგიურიინფრასტრუქტურა.
კოფერენციაში დარგის ექსპერტები და ტრენერები, ასევე სკოლების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
3-დღიანი კონფერენციის ფორმატი მრავალფეროვანია და შედგება მოწვეული ექსპერტების პლენარული მოხსენებებისგან; პარალელური სესიებისგან, სადაც მონაწილეები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკას, სტრატეგიებს და ინოვაციურ იდეებს წარადგენენ; პოსტერების სესიისგან, სადაც ინტერაქციულ რეჟიმში იქნება წარმოდგენილი სკოლის, მასწავლებლის ან წარმატებული პროექტის შესახებ ინფორმაცია და სხვადასხვა წარმატებული მაგალითები; ტექნოლოგიების სესიისგან „მოიტანე საკუთარი მოწყობილობა“, რომელიც კომპიუტერულ მოწყობილობებთან პრაქტიკული სამუშაოებისგან შედგება. ასევე, სასკოლო ვიზიტისგან, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითის დემონსტრირებისა და კონკრეტული ტექნოლოგიის გაცნობის მიზნით.
კონფერენციის პირველ დღეს გაიმართა ტექნოლოგიების გამოფენა იმ კომპანიების ორგანიზებით, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს ან საგანმანათლებლო სეგმენტისთვის პროდუქციას ქმნის. გამოფენის მიზანია კომპანიებმა წარმოადგინონ ის შესაძლებლობები, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები განათლების სფეროს სთავაზობს, ასევე უკუკავშირის გზით მოხდეს სკოლების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება. გამოფენაზე დაინტერესებული პირებისთვის ორგანიზებული იქნება პრაქტიკული აქტივობები კონკრეტული ტექნოლოგიის გასაცნობად.
კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლინდებიან მონაწილეები, რომლებსაც ღონისძიების სპონსორები დაასაჩუქრებენ. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია ყოველწლიურად იმართება. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებისთვის სპეციალურად შექმნილია ვებგვერდი getc.ge, რომელზეც ხორციელდება რეგისტრაცია. კონფერენციის მონაწილეებს ვებგვერდის საშუალებით შეუძლიათ შეადგინონ სასურველი დღის წესრიგი, გაეცნონ მოკლე რეზიუმეებს და შეარჩიოს ის სესიები, რომელზე დასწრებაც სურთ.
ღონისძიების დასაწყისი: 20 ნოემბერი; 10:30 საათი
მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი

No comments:

Post a Comment