მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას იწყებს. პროგრამას „სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან“ (eTwinning Plus) ცენტრი 2013 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანია ქართველი და ევროპელი მასწავლებლების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. Etwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.
პროგრამა მასწავლებლებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ევროპის მასშტაბით ყველაზე ცოცხალ და საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში. eTwinningPlus პორტალი: https://www.etwinning.net/en/pub/index.htm მთავარი სამუშაო სივრცეა, რომელიც დარეგისტრირებულ მასწავლებლებს პარტნიორების მოსაძიებლად, სასურველი პროექტების შესარჩევად და მასში მონაწილეობის მისაღებად მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და სერვისებს სთავაზობს.
2017 წლიდან ქართველ მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ eTwinning-ის პორტალზე განახორციელონ პროექტები ქართველ პარტნიორებთან ერთად ქართულ ენაზე (აუცილებელი პირობაა, რომ პარტნიორი მასწავლებლები იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან).
პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრიორიტეტად რჩება ევროპული პროექტები, განხორციელებული ევროპელ პარტნიორებთან ერთად. მასწავლებლები რომლებიც განახორციელებენ ევროპულ პროექტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთნონ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კონკურსებში, მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება, მიიღონ ევროპული ხარისხის ნიშანი და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში. ხოლო ეროვნული პროექტების(ქართულ ენაზე) განხორციელებისას მასწავლებლები მიიღებენ მხოლოდ ეროვნულ ხარისხის ნიშანს. სქემის ფარგლებში კრედიტქულის მინიჭება მოხდება ორივე შემთხვევაში.
მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა, ხოლო ავტობიოგრაფია (CV) და პროექტის გეგმა (ინგლისურ ან ქართულ ენაზე დანართ N1 -ის მიხედვით) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამათზე: etwinningplusgeo@tpdc.ge 1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით .
ასევე, იხილეთ პროექტის შეფასების რუბრიკები დანართი N 2
უპირატესობა მიენიჭებათ სატატუსით უფროსს და წამყვან მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას. საჭიროების შემთხვევაში მოხდება კანდიდატთან გასაუბრება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაგვიანებით ან არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.
No comments:
Post a Comment