17.11.13

ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში

ბლოგების კონკურსი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებლებისთვის.
კონკურსის მიზანი და ამოცანები
კონკურსის მიზანია სკოლაში ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება.
ონკურსის ამოცანებია
  • ისტ მასწავლებლების თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა, სწავლა/სწავლების ინოვაციური პრაქტიკების გაზიარება;
  • ისტ მასწავლებლის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის ამსახველი ბლოგის შექმნა (ან არსებულის დახვეწა) მოცემული პირობებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
კონკურსის პირობები და ინსტრუქციები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებლებს.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ბლოგი, რომელზეც გამოაქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას:
  • პირადი მონაცემები (სახელი/გვარი, სამუშაო ადგილი, ტელეფონი, მეილი და ა.შ.)
  • გაკვეთილის, თემატური ერთეულის, საგანმანათლებლო პროექტის, შემოქმედებითი ღონისძიებების გეგმები, მათი განხორციელების ანგარიში და მიმდინარეობის ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა
  • გამოყენებული ან შექმნილი ნებისმიერი სახის სასწავლო რესურსები (ტექსტური, გრაფიკული, ვიდეო და აუდიო, ელექტრონული საგანმანათლებლო თამაშები ან სიმულაციები და ა.შ.) და მათი გამოყენების მიზნობრიობის მოკლე აღწერა
  • გამოყენებული სასწავლო მეთოდის/სტრატეგიის მოკლე აღწერა და ანგარიში მათი ეფექტიანობის შესახებ.
  • მოსწავლეთა სწავლის პროგრესის შეფასების სხვადასხვა მეთოდების ამსახველი მასალა და მიღწეული შედეგების ანგარიში
  • მოსწავლეების მიერ შექმნილი ნაშრომები
  • ბმულები სხვადასხვა სასარგებლო საგანმანათლებლო რესურსებზე (ინოვაციები განათლებაში, ტექნოლოგიური მიღწევები)
  • საკუთარი ინსტრუქციები სხვადასხვა პროგრამული უზრუნველოყოფის გამოყენებაზე (ამ რესურსების სასწავლო პროცესში გამოყენების მაგალითების აღწერა).
შენიშვნა: მასწავლებელს შეუძლია ბლოგზე დამატებით სხვა ინფორმაციების გამოქვეყნებაც, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეს არ სცილდება. მაგალითად, მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები (მათი მოკლე აღწერა და ბმული შესაბამის მასალაზე), პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის ამსახველი მასალები, 2-3 წუთიანი ვიდეო, სადაც ისაუბრებს თავის სასკოლო პრაქტიკაზე და იმ გამოცდილებაზე, თუ როგორ ასწავლის ინოვაციური მეთოდებით და ა.შ
 
კონკურსის განხორციელების ვადები
  • კონკურსში რეგისტრაციის ვადა 2013 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.
  • საკონკურსო ბლოგების შეფასება ექსპერტების მიერ 2013 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.
  • გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება არაუგვიანეს 2013 წლის 25 დეკემბერისა.

კონკურსში მონაწილეობის ინსტრუქცია:
კონკურსში მონაწილეობის მრუსველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე საკონკურსო ვადების გათვალისწინებით.
გაითვალისწინეთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლები, რომლებიც პარალელურად მუშაობენ ტრენერებად, ამ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
ჯილდოები გამარჯვებულთათვის
  • ერთი პირველი ადგილია - პრემია 1000 ლარი.
  • ორი მეორე ადგილი - პრემია 800 ლარი.
  • სამი მესამე ადგილი - პრემია 600 ლარი.
  • 3 ნომინაცია „მომავლის მასწავლებელი“ - პრემია 300 ლარი.
საკონკურსო ბლოგების შეფასება მოხდება შეფასების რუბრიკებით. იხილეთ რუბრიკა.

წყარო