მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივით ხორციელდება
მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მე-2 დონის ტრენინგები.
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები.
წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები:
- ტექსტურ რედაქტორში მუშაობა;
- ინტერნეტში ძიება;
- ელ-ფოსტის მოხმარება.
- გაკვეთილის გეგმები შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტებით;
- სასწავლო პროექტი, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტებით.
- მინიმუმ 10 ტრენინგ-დღეზე დასწრება;
- მოდულის დასრულების შემდეგ დავალების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში;
- კურსის ბოლოს გამოქვეყნებული ელექტრონული პორტფოლიო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
- ქმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს:
- გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი);
- სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვა).
No comments:
Post a Comment