30.12.15

როგორ დავგეგმოთ მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილი


მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა ის, რომ მასწავლებელმა იცოდეს
„...სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.“ წინამდებარე მასალაში კიდევ ერთხელ დავაფიქრებთ მკითხველს დაგეგმვის აუცილებლობაზე, მივცემთ რეკომენდაციებს, რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა მოქნილი, მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე აგებული გაკვეთილის დასაგეგმად, რომელიც საგანმანათლებლო ლიტერატურაში კონსტრუქტივისტული გაკვეთილის სახელითაა ცნობილი.
კონსტრუქტივისტული გაკვეთილი გამოირჩევა მოქნილობით. იგი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეებს, თავად ააგონ ცოდნა, იპოვნონ მნიშვნელობები, დაამყარონ საგნებს შორის კავშირი, შეძლონ ანალიზი, ცალკეული ელემენტების გაერთიანება ახალი სტრუქტურის სახით და სათანადო დასკვნების გამოტანა. ეს ზრდის მოსწავლეთა აქტივობას და ინტერესს.
მასწავლებელი კონსტრუქტივისტული სწავლებისას არის პროცესის დამგეგმავი, წარმმართველი, შემფასებელი და ხელის შემწყობი. სანამ პედაგოგი გაკვეთილის გეგმის შედგენას დაიწყებს -

სრულად

წყარო

9.12.15

კონფერენცია - კატასტროფების რისკის შემცირების სწავლება სკოლებში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით აცხადებს კატასტროფების რისკის შემცირების საკითხების სწავლების კონფერენციის მონაწილეთა (მსენელთა) რეგისტრაციას. კონფერენცია იგეგმება ევროკომისიის ჰუმანიტარული ოფისის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კატასტროფების რისკის შემცირების ინიციატივების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.


კონფერენცია გაიმართება 2015 წლის 20 დეკემბერს.

კონფერნციის ძირითადი თემებია:

• საერთაშორისო გამოწვევები კატასტროფების რისკის შემცირების სფეროში;
• კატასტროფების რისკის შემცირება ეროვნულ სასწავლო გეგმაში;
• კატასტროფების რისკის შემცირების საკითხების სწავლების ხელშემწყობი საგანამანათლებლო რესურსები;
• კატასტროფების რისკის შემცირების საკითხების სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;
• ძირითადი გამოწვევები საგაკვეთილო პროცესში.