14.7.14

ეროვნულ კონფერენცია „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2014 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მართავს მასწავლებელთა მეორე ეროვნულ კონფერენციას, სახელწოდებით: „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“.

კონფერენციის მიზანი: მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება .

კონფერენციის სავარაუდო თემა შეიძლება იყოს: ინტეგრირებული გაკვეთილი; პროექტ-გაკვეთილი; კვლევაზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში; საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში; ინოვაციური მეთოდები; საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლების ხელშეწყობა; მშობელთა და საზოგადოების (თემის) ჩართულობა; კლასის მართვა; კომუნიკაცია და სხვა. კონფერენციის თემა ასევე შეიძლება მოიცავდეს 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი პროგრამის შინაარსს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიევით ბმულს http://tpdc.ge/uploads/pdf_documents/konferencia2014.pdf

24.4.14

საგანმანათლებლო ტექნოლოგიები

ციფრული რესურსების პორტალი პედაგოგებისთვის

ციფრული რესურსების პორტალი ონლაინ სასწავლო გარემოა. პორტალი ვიდეოგაიდების საშუალებით დაინტერესებულ მომხმარებელს სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირების მეთოდოლოგიით უზრუნველყოფს. პორტალზე განთავსებულია კატეგორიების მიხედვით დაყოფილი ვიდეოგაიდები. მომხმარებელმა რომ მაქსიმალურად სწრაფად იპოვოს და გამოიყენოს კონკრეტული ინსტრუმენტი ან ბრძანება, ვიდეოების საცავი თემებად და ქვეთემებადაა დაყოფილი. პორტალი, ასევე, საშუალებას იძლევა მომხმარებელმა სასურველი ტექნიკური ინსტრუმენტი სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით შეარჩიოს და გაეცნოს

წყარო