14.7.14

ეროვნულ კონფერენცია „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2014 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მართავს მასწავლებელთა მეორე ეროვნულ კონფერენციას, სახელწოდებით: „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“.

კონფერენციის მიზანი: მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება .

კონფერენციის სავარაუდო თემა შეიძლება იყოს: ინტეგრირებული გაკვეთილი; პროექტ-გაკვეთილი; კვლევაზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში; საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში; ინოვაციური მეთოდები; საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლების ხელშეწყობა; მშობელთა და საზოგადოების (თემის) ჩართულობა; კლასის მართვა; კომუნიკაცია და სხვა. კონფერენციის თემა ასევე შეიძლება მოიცავდეს 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი პროგრამის შინაარსს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიევით ბმულს http://tpdc.ge/uploads/pdf_documents/konferencia2014.pdf

24.4.14

საგანმანათლებლო ტექნოლოგიები

ციფრული რესურსების პორტალი პედაგოგებისთვის

ციფრული რესურსების პორტალი ონლაინ სასწავლო გარემოა. პორტალი ვიდეოგაიდების საშუალებით დაინტერესებულ მომხმარებელს სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირების მეთოდოლოგიით უზრუნველყოფს. პორტალზე განთავსებულია კატეგორიების მიხედვით დაყოფილი ვიდეოგაიდები. მომხმარებელმა რომ მაქსიმალურად სწრაფად იპოვოს და გამოიყენოს კონკრეტული ინსტრუმენტი ან ბრძანება, ვიდეოების საცავი თემებად და ქვეთემებადაა დაყოფილი. პორტალი, ასევე, საშუალებას იძლევა მომხმარებელმა სასურველი ტექნიკური ინსტრუმენტი სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით შეარჩიოს და გაეცნოს

წყარო

17.11.13

ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში

ბლოგების კონკურსი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებლებისთვის.
კონკურსის მიზანი და ამოცანები
კონკურსის მიზანია სკოლაში ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება.
კონკურსის ამოცანებია
  • ისტ მასწავლებლების თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა, სწავლა/სწავლების ინოვაციური პრაქტიკების გაზიარება;
  • ისტ მასწავლებლის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის ამსახველი ბლოგის შექმნა (ან არსებულის დახვეწა) მოცემული პირობებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
კონკურსის პირობები და ინსტრუქციები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებლებს.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ბლოგი, რომელზეც გამოაქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას:
  • პირადი მონაცემები (სახელი/გვარი, სამუშაო ადგილი, ტელეფონი, მეილი და ა.შ.)
  • გაკვეთილის, თემატური ერთეულის, საგანმანათლებლო პროექტის, შემოქმედებითი ღონისძიებების გეგმები, მათი განხორციელების ანგარიში და მიმდინარეობის ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა
  • გამოყენებული ან შექმნილი ნებისმიერი სახის სასწავლო რესურსები (ტექსტური, გრაფიკული, ვიდეო და აუდიო, ელექტრონული საგანმანათლებლო თამაშები ან სიმულაციები და ა.შ.) და მათი გამოყენების მიზნობრიობის მოკლე აღწერა
  • გამოყენებული სასწავლო მეთოდის/სტრატეგიის მოკლე აღწერა და ანგარიში მათი ეფექტიანობის შესახებ.
  • მოსწავლეთა სწავლის პროგრესის შეფასების სხვადასხვა მეთოდების ამსახველი მასალა და მიღწეული შედეგების ანგარიში
  • მოსწავლეების მიერ შექმნილი ნაშრომები
  • ბმულები სხვადასხვა სასარგებლო საგანმანათლებლო რესურსებზე (ინოვაციები განათლებაში, ტექნოლოგიური მიღწევები)
  • საკუთარი ინსტრუქციები სხვადასხვა პროგრამული უზრუნველოყოფის გამოყენებაზე (ამ რესურსების სასწავლო პროცესში გამოყენების მაგალითების აღწერა).
შენიშვნა: მასწავლებელს შეუძლია ბლოგზე დამატებით სხვა ინფორმაციების გამოქვეყნებაც, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეს არ სცილდება. მაგალითად, მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები (მათი მოკლე აღწერა და ბმული შესაბამის მასალაზე), პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის ამსახველი მასალები, 2-3 წუთიანი ვიდეო, სადაც ისაუბრებს თავის სასკოლო პრაქტიკაზე და იმ გამოცდილებაზე, თუ როგორ ასწავლის ინოვაციური მეთოდებით და ა.შ
 
კონკურსის განხორციელების ვადები
  • კონკურსში რეგისტრაციის ვადა 2013 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.
  • საკონკურსო ბლოგების შეფასება ექსპერტების მიერ 2013 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.
  • გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება არაუგვიანეს 2013 წლის 25 დეკემბერისა.

კონკურსში მონაწილეობის ინსტრუქცია:
კონკურსში მონაწილეობის მრუსველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე საკონკურსო ვადების გათვალისწინებით.
გაითვალისწინეთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლები, რომლებიც პარალელურად მუშაობენ ტრენერებად, ამ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
ჯილდოები გამარჯვებულთათვის
  • ერთი პირველი ადგილია - პრემია 1000 ლარი.
  • ორი მეორე ადგილი - პრემია 800 ლარი.
  • სამი მესამე ადგილი - პრემია 600 ლარი.
  • 3 ნომინაცია „მომავლის მასწავლებელი“ - პრემია 300 ლარი.
საკონკურსო ბლოგების შეფასება მოხდება შეფასების რუბრიკებით. იხილეთ რუბრიკა.

წყარო

9.9.13

„Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი“

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და Microsoft-ის მხარდაჭერით გამოცხადდა კონკურსი „Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი“, რომლის მიზანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა ინოვაციური სწავლა-სწავლების პრაქტიკების ხელშეწყობითю

30.5.13

საქართველოს ფორუმი 2013 - მეორე ეტაპზე გადასული პროექტები

შემდეგ ეტაპზე გასული პროექტების სია იხილეთ ამ ბმულზე

წარმატებებს გისურვებთ :)

14.5.13

კითხვარის შევსება


მოგესალმებით,
აღნიშნული კითხვარის შევსებით თქვენ დაგვეხმარებით, დავადგინოთ ის ხარვეზები, რომლებიც შესაძლოა აფერხებდეს თქვენს მონაწილეობას მასწავლებელთა კონკურსში „პარტნიორები განათლებაში - საქართველოს ფორუმი 2013“.
გთხოვთ, გადახვიდეთ კითხვარის ბმულზე: http://sdrv.ms/10ttcw2
შეავსეთ კითხვარი 17 მაისამდე.
წინასწარ დიდი მადლობა!

7.5.13

შემდეგი ონლაინ შეხვედრა/ინტერნეტ კონსულტაცია


შემდეგი ონლაინ შეხვედრა/ინტერნეტ კონსულტაცია

8 მაისი, ოთხშაბათი, 15:00 საათი - შევხვდებით ონლაინ!

შეხვედრაში ჩაერთება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი ალუდა გოგლიჩიძე.
დასწრების ინსტრუქცია
   შეხვედრაზე დასასწრებად წინასწარ უნდა დააინსტალიროთ Lync 2010 Attendee
ან ბმული 2: http://sdrv.ms/YTWvgi
   შეხვედრის დაწყებამდე 10 წუთით ადრე კი Internet Explorer-ის სამისამართო ზოლში კოპირებით გახსენით ეს ბმული:
   პროგრამა ავტომატურად გაეშვება. შეხვედრაზე შემოდით Guest სტატუსით, ჩაწერეთ თქვენი სახელი, სკოლა, რაიონი და მიუთითეთ Use Lync Audio. მიაქციეთ ყურადღება, რომ შეხვედრაზე შემოხვიდეთ არა ბრაუზერის (Web) არამედ დაინსტალირებული პროგრამით.
   კითხვების დასმა შეგიძლიათ მიკროფონის ან ჩეთის საშუალებით. შეხვედრის ჩანაწერი გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წყარო

25.4.13

ინტერნეტ საკონსულტაციო შეხვედრა


მასწავლებელთა პროექტების კონკურსის „პარტიორები განათლებაში - საქართველოს ფორუმი 2013“ ფარგლებში ინტერნეტ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 30 აპრილს, 15:00 საათზე. დეტალები: www.pilforum2013.k12.ge
შეხვედრაში ჩაერთვება ბატონი კახა ჟღენტი, სერტიფიცირების კოორდინატორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან. მას შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები პროფესიული განვითარების სქემასა და კრედიტებთან დაკავშირებით.

დასწრების ინსტრუქცია:
   შეხვედრაზე დასასწრებად წინასწარ უნდა დააინსტალიროთ Lync 2010 Attendee
ბმული 1:http://www.microsoft.com/en- us/download/details.aspx?id=23396
ან ბმული 2: http://sdrv.ms/YTWvgi
   შეხვედრის დაწყებამდე 10 წუთით ადრე კი Internet Explorer-ის სამისამართო ზოლში კოპირებით გახსენით ეს ბმული:
   პროგრამა ავტომატურად გაეშვება. შეხვედრაზე შემოდით Guest სტატუსით, ჩაწერეთ თქვენი სახელი, სკოლა, რაიონი და მიუთითეთ Use Lync Audio. მიაქციეთ ყურადღება, რომ შეხვედრაზე შემოხვიდეთ არა ბრაუზერის (Web) არამედ დაინსტალირებული პროგრამით.
   კითხვების დასმა შეგიძლიათ მიკროფონის ან ჩეთის საშუალებით. შეხვედრის ჩანაწერი გამოქვეყნდება მეორე დღეს.

წინა შეხვედრების ჩანაწერები იხილეთ ვებსაიტზე: www.pilforum2013.k12.ge
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლებს პროექტების წარდგენა შეუძლიათ 19 მაისამდე.

დიდი მადლობა,

Shota Murtskhvaladze
Academic Programs Manager | Partners in Learning
Microsoft Georgia | Pixel Business Center, 34 Ilia Chavchavadze Ave.,Tbilisi 0179, Georgia
Tel.: +995 32 2 970 123| Mob.: +995 577 533 933 | Email: a-shotam@microsoft.com
www.microsoft.ge Tech Support Line: + 995 32 2 970 124

12.4.13

ონლაინ შეხვედრაზე დასწრების ინტრუქცია


მეგობრებო.

თუ სურვილი გექნებათ დღევანდელ ონლაინ შეხვედრაზე დასწრების, ეს გახლავთ ინსტრუქცია:

პირველი ონლაინ შეხვედრა მასწავლებლებთან: 15:00 საათი, 12 აპრილი. შეხვედრაზე დასასწრებად წინასწარ უნდა დააინსტალიროთ Lync 2010 Attendee (ბმული:http://www.microsoft.com/en-us/download/details.aspx?id=23396).

შეხვედრის დაწყებამდე 10 წუთით ადრე კი Internet Explorer-ის სამისამართო ზოლში კოპირებით გახსენით ეს ბმული: https://join.microsoft.com/meet/a-shotam/WY8DR084

პროგრამა ავტომატურად გაეშვება. შეხვედრაზე შემოდით Guest სტატუსით, ჩაწერეთ თქვენი სახელი და გვარი და მიუთითეთ Use Lync Audio. მიაქციეთ ყურადღება, რომ შეხვედრაზე შემოხვიდეთ არა ბრაუზერის (Web) არამედ დაინსტალირებული პროგრამით.
კითხვების დასმა შეგიძლიათ მიკროფონის ან ჩეთის საშუალებით. შეხვედრის ჩანაწერი გამოქვეყნდება მეორე დღეს.

Shota Murtskhvaladze
Academic Programs Manager | Partners in Learning

10.4.13

ონლაინ სემინარი - საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში - 2013

მასწავლებელთა კონკურსის ფარგლებში პარასკევს, 12 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება ონლაინ სემინარი, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. დასწრების ინსტრუქცია იხილეთ ამ ბმულზე:http://pilforum2013.k12.ge/

29.3.13

საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში - 2013

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი), მაიქროსოფთ საქართველო, ინტელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (პროგრამა “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ და  „მასწავლებელთა ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ტრენინგების“ პროგრამა), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტი, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში და Innovative Systems Management აცხადებენ მასწავლებელთა კონკურსს „საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2013“(Microsoft Partners in Learning Georgian Forum 2013). კონკურსი საქართველოში მეოთხედ ტარდება  და მისი მიზანიაინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა.
კონკურსის ამოცანებია მასწავლებლების მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მასწავლებლებს შორის კოლაბორაციის და კომუნიკაციის ხელშეწყობა, სწავლა/სწავლების ინოვაციური პრაქტიკების გამოვლენა-გაზიარება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ მასწავლებელს.
კონკურსში მონაწილეობა გულისხმობს მასწავლებლის მიერ (ინდივიდუალურად ან თანაავტორებთან ერთად) სკოლაში განხორციელებული პროექტის პრეზენტირებას ეროვნული სასწავლო გეგმის, მოცემული პირობებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
პროექტების მიღება დაიწყება 2013 წლის 29 მარტს და დასრულდება 19 მაისს. ფინალისტები მონაწილეობას მიიღებენ კონფერენცია-ფორუმში, რომელიც გაიმართება თბილისში 18-20 ივნისს და მათ გადაეცემათ სერტიფიკატები. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით (ულტრაბუქი, ნეთბუქი, სმარტფონი).
პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ კონკურსში, მოიპოვებენ სქემით გათვალისწინებულ კრედიტებს განხორციელებული პროექტისთვის, კონფერენციაში მონაწილეობისთვის.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფორუმის ვებ-გვერდზე - www.pilforum2013.k12.ge


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

15.5.12

ღრუბელები, რომლებშიც თქვენი ფაილები ინახება

ავტორი: სანდრო ასათიანი

ალბათ გსმენიათ ტერმინი "ღრუბლოვანი სერვისები”, თუ არ გსმენიათ, აუცილებლად გისარგებლიათ მაინც. მსგავსი სერვისები სულ უფრო პოპულარი ხდება და ბევრი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ჩახედული ექსპერტი "ღრუბლოვან სერვისებს” დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

ღრუბლოვანი სერვისები
კომპიუტერული პროგრამებისაგან განსხვავებით "ღრუბლოვანი სერვისი” უშუალოდ მომხმარებლის კომპიუტერში კი არ ინსტალირდება, არამერდ მომხმარებლისაგან მოშორებულ სერვერზე ან სულაც სერვერთა ჯგუფშია განლაგებული. მსგავსი მიდგომა მომხმარებლისათვის ძალზედ მოსახერეხებალია, ვინაიდან პროგრამის კომპიუტერში გაუმართავმა მუშაობამ შეიძლება ბევრი პრობლემა შეუქმნას მას და საბოლოო ჯამში საკუთარ კომპიუტერში პროგრამების შეუფერხებელი ფუნქციონირება თავად მომხმარებლის თავის სატკივარია. ხოლო "ღრუბლოვანი სერვისის" შემთხვევაში, ყველაფერზე პასუხისმგებელი თავად სერვისის ადმინისტრაციაა. მაგალითად, კომპანიას კომპიუტერებში პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად დამატებითი თანამშრომლების დაქირავება უწევს, თავად კომპიუტერული პროგრამებიც ძვირი ღირს, "ღრუბლოვანი სერვისის” შემთხვევაში კი კომპანიამ შეიძლება მნიშვნელოვანი თანხა დაზოგოს. ასეთი სერვისების მომხმარებლები ერთობლივად იყენებენ ქსელურ, სისტემურ და პროგრამულ რესურსებს და მომხმარებლის დონეზე ძლიერი კომპიუტერის არსებობა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მთავარია, კომპიუტერი შეუფერხებლად მუშაობდეს ინტერნეტში.

მიუხედავად იმისა, რომ "ღრუბლოვანი სერვისი” მომხმარებლისაგან მოშორებულ სერვერებზეა განლაგებული და სერვისის წვდომა ინტერნეტის საშუალებით ხორციელდება, მომხმარებელი "ღრუბლოვანი სერვისით" ისე სარგებლობს, თითქოს ის უშუალოდ მის კომპიუტერში იყოს დაინსტალირებული.



ტერმინის შემადგენელი სიტყვა "ღრუბლოვანი” გულისხმობს, რომ პროგრამული სერვისები, კომპიუტერული რესურსები და მათი ადგილმდებარეობა მომხმარებლისათვის ერთგვარ აბსტრაქციას წარმოადგენს. ამიტომაც ღრუბლოვან სერვისებს გრაფიკულად ღრუბლის სახით გამოსახავენ ხოლმე. სწორედ ამგვარმა გამოსახულებამ დაუდო დასაბამი ტერმინს "ღრუბლოვანი სერვისი".

გუგლის ღრუბლოვანი სერვისები
გუგლი ძირითადად თავისი საძიებო სისტემით არის ცნობილი, თუმცა იგი უკვე დიდი ხანია რაც გაცდა საძიებო სისტემის ჩარჩოებს. გუგლის სხვადასხვა სახის "ღრუბლოვან სერვისებს” შორის ონლაინ დოკუმენტებს (Google doc) განსაკუთრებული ადგილი უკავია, ვინაიდან ეს სერვისი არა მარტო კომპიუტერული სპეციალისტებისათვის, არამედ ფართო აუდიტორიისათვისაც არის განკუთვნილი.

პირადად მე უკვე დიდი ხანია რაც აღარ ვიყენებ ისეთ პოპულარულ ტექსტურ რედაქტორს როგორიცაა ვორდი. ვორდის ნაცვლად, ტექტური დოკუმენტების შესაქმნელად Google doc-ს მივმართავ ხოლმე. მე როგორც უამრავ სხვა ამ სერვისის მომხმარებელს ჩემი ონლაინ ფოლდერი გამაჩნია. ჩემს კომპიუტერში არსებული ფოლდერებისაგან განსხვავებით, ონლაინ ფოლდერი იმით განსხვავდება, რომ ის ინტერნეტშია განთავსებულლი და ამ ფოლდერში განთავსებულ ფაილებთან წვდომა ნებისმიერ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან შემიძლია. მაგრამ Google doc-ი მხოლოდ ფაილების საცავი როდია, Google doc-ის საშუალებით არსებული ფაილების რედაქტირება ან სულაც ახალი ფაილის შექმნაა შესაძლებელი.


გამოსახულებაზე ნაჩვენებია ჩემი ონლაინ ფოლდერი და ამ ფოლდერში განთავსებული ფაილები.

ამ სერვისით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამისათვის გუგლში დარეგისტრირებაა საჭირო. ხოლო თუკი თქვენ უკვე გუგლის რომელიმე სერვისის მომხმარებელი ხართ, თუნდაც ჯიმეილის მაშინ ხელახალი რეგისტრაცია აღარაა საჭირო, უბრალოდ გაყევით ამ ლინკს: https://docs.google.com/ და თქვენს ონლაინ ფოლდერში აღმოჩნდებით.

როგორც უკვე ავღნიშნე Google doc-ის საშუალებით ფაილების შექმნა და რედაქტირებაა შესაძლებელი. ამისათვის თქვენი ონლაინ ფოლდერის მარჯვენა ზედა კუთხეში განლაგებულ წითელ ღილაკს CREATE უნდა მიაჭიროთ და შესაბამისი ფაილის ტიპი აირჩიეთ:



  1. Document - ის საშუალებით ტექსტუალური ფაილების შექმნაა შესაძლებელი. მსგავსი ტიპის ფაილები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტექსტუალური რედაქტორის, ვორდის საშუალებითაც არის შესაძლებელი.
  2. Presentation - ი საპრეზენტაციო ფაილების შექმნაში დაგეხმარებათ. მსგავსი ტიპის ფაილები ფაუერ ფოინთის საშუალებით არის შესაძლებელი.
  3. Spreadsheet - ი ისეთივე საშუალებას აძლევს მომხმარებელს როგორც ექსელი.
  4. Form - ი ოლაინ გამოკითხვის ფორმების შექმნაში დაგეხმარებათ.
  5. Collection - ის საშუელბით კი ქვე ფოლდერების შექმნას შეძლებთ.

თუკი უკვე მზა ფაილის განთავსება გნებავთ თქვენს ონლაინ "ღრუბელში” ამისათვის ღილაკს UPLOAD მიაჭირეთ. ეს ღილაკი CREATE -ს გვერდით არის განლაგებული და მასზე მყარი დისკია გამოსახული.

რა უპირატესობა გააჩნია ონლაინ დოკუმენტებს

ონლაინ ფოლდერში განთავსებული დოკუმენტების ერთერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს რომ მათი გაზიარებაა შესაძლებელი. სანამ ამ სერვისის მომხმარებელი გავხდებოდი როდესაც რომელიმე დოკუმენტზე ვინმესთან ერთად ვმუშაობდი, ჩვენს საერთო ნაშრომს ემაილით ვუგზავნიდით ხოლმე ერთმანეთს რათა ჩვენს საერთო ნაშრომში შესწორებები ეგვეტანა. მსგავსი სახის თანამშრომლობას ერთი დიდი მინუსი გააჩნია. კომპიუტერში უამრავი სხვადასხვა დროს ჩასწორებული ფაილი გროვდება და რთული იყო გარკვვა თუ რომელი დოკუმენტი წარმოადგნს ჩვენი ნაშრომის ბოლო ვერსიას. Google doc - ის შემთხვევაში, ინტერნეტში განთავსებულ ერთსა და იმავე დოკუმეტზე რამოდენიმე ადამიანს შეუძლია მუშაობა. ამისათვის საჭიროა თქვენს მიერ შქმნილი დოკუმენტი გაუძიაროთ იმას ვისაც გსურთ რომ დოკუმენტზე წვდომა გაუხსნათ. ანუ დოკუმენტი უნდა დააშეიროთ. ამისათვის სასურველი დოკუმენტი უნდა გახსნათ და ეკრანის მარჯვენა ზედა მხარეში განლაგებულ ღილაკს Share უნდა მიაჭიროთ და იმ ფანჯარაში რომელიც ღილაკზე მიჭერისას ამოცურდება წარწერის Add people: ქვეშ იმ პიროვნების ემაილი მიუთითოთ ვისაც გსურთ რომ დოკუმენტი გაუზიაროთ.


ღილაკი Share ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში

და ბოლოს
თუკი თქვენს "ღრუბელში” შექმნილი ფაილის თქვენს კომპიუტერში გადმოწერის სურვილი გაგიჩნდათ მაშინ აირჩიეთ მენიუ File. შემდეგ ქვემენიუ Download as და შეარჩიეთ იმ ფორმატის ტიპი და ონლაინ ფოლდერიდან თქვენს მიერ შექმნილი ფაილი თქვენს კომპიუტერში არსებულ ფოლდერში გადმოიწერება.

24.4.12

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვაზე რეგისტრაცია ცხადდება


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვის მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. 23 აპრილიდან 23 მაისამდე მსურველებმა რეგისტრაციისთვის რაიონულ რესურს-ცენტრებში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. რეგისტრაციის განაცხადი
  2. მასწავლებლის სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს სკოლის დირექტორი; (სამოქმედო გეგმის ნიმუში) 
სქემაში ჩართვა შეუძლია მხოლოდ მოქმედ სერტიფიცირებულ მასწავლებელს. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე: dkvinikadze@tpdc.ge

18.4.12

ქართველი მასწავლებლები ევროპის ფორუმიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ

ბეჭდვა E-mail

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ევროპის ფორუმზე ქართველი მონაწილეების ნაშრომმა მესამე ადგილი აიღო. ფორუმი პორტუგალიაში გაიმართა და მასზე მთელი ევროპის მასშტაბით 82 პროექტი იყო წარმოდგენილი. საქართველო საუკეთესო ოთხეულში მოხვდა:

•    მთავარი პრიზი -ირლანდია

•    პირველი  ადგილი-ჰოლანდია
•    მეორე ადგილი-შვედეთი
•    მესამე ადგილი-საქართველო
საუკეთესო ოთხეულში მოხვედრილი კონკურსანტები ოქტომბერში ათენში მსოფლიო ფორუმზე წავლენ. მათ შორის იქნებიან ქართველები: ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებელი თეა საძაგლიშვილი და საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრენერი ელენე ბეთლემიშვილი.  

დღეს,  პორტუგალიაში გამართულ ევროპის ფორუმზე გამარჯვებული ქართველი მონაწილეები დააჯილდოვეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა მათ ელექტრონული წიგნები ე.წ. იოტა რიდერები გადასცეს. 


თეა საძაგლიშვილისა და ელენე ბეთლემიშვილის პროექტმა სახელწოდებით „ვიდეო წერილი ლილის“   ფორუმის ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში „ყველაზე ინოვაციური პროექტები განათლებაში“ გაიმარჯვა.  

პორტუგალიაში გამართულ კონკურსში „ევროპის ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012“  საქართველოდან ის პედაგოგები მონაწილეობდნენ, რომლებიც გაკვეთილებს ბუკის მეშვეობით ატარებენ. მათი შერჩევა ადგილობრივ კონკურსზე მოხდა.  ევროპის ფორუმზე საქართველოდან თბილისის, გორის, ხიდისთავისა და გურჯაანის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. კონკურსში მონაწილეობის გარდა მათ პორტუგალიაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებაზე სემინარებიც ჩაუტარდათ. 

კონკურსი კომპანია „მაიკროსოფტისა“ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. იგი დაფუძნებული იყო სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებაზე და მისი მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის გზით, განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

5.4.12

მასწავლებლები და ტრენერები საქართველოდან ევროპის ფორუმზე, პორტუგალიაში გაემგზავრებიან
ავტორი: ირმა კახურაშვილი
ინოვაციური პროექტების კონკურსში "საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012" (Partners in Learning Georgian Forum 2012) გამარჯვებულები დააჯილდოეს.

კომპანია "მაიკროსოფტ საქართველოსა" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობა იმ მასწავლებლებმა მიიღეს, რომლებიც დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში ასწავლიდნენ და სწავლების პროცესში ნეთბუკს - ბუკს - იყენებდნენ. საუკეთესოთა ხუთეულში აღმოჩნდნენ თეა საძაგლიშვილი (ხიდისთავის საჯარო სკოლა), ნინო მოსიაშვილი (სოფ. გურჯაანის საჯარო სკოლა), მარეხ ბასილიძე (თბილისის 157-ე საჯარო სკოლა), თამარ ლევანიშვილი (გორის მე-6 საჯარო სკოლა) და ნათია ხაჩიური (თბილისის 32-ე საჯარო სკოლა). კონკურსის თემა სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება გახლდათ, მის მიზანსა და შედეგებზე კი დაწვრილებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების კოორდინატორი ეკა ჯელაძე გვიამბობს.
- კონკურსის მიზანი ინოვაციური სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის გზით განათლების ხარისხის გაუმჯობესება იყო. როგორია კონკურსის წინაისტორია და რამდენად დაინტერესდნენ ამით მასწავლებლები?
- წინაისტორია ასეთია: პირველი სექტემბრიდან ყველა სკოლის პირველკლასელები და მათი დამრიგებლები ბუკით აღიჭურვნენ. ივლის-აგვისტოს განმავლობაში ამ პროცესს მასწავლებელთა ინტენსიური ტრენინგები უძღოდა წინ. ტრენინგი ითვალისწინებდა არა მხოლოდ ტექნიკური უნარების შეძენას, არამედ ელექტრონული რესურსების მომზადებასაც, რათა მასწავლებლებს თვითონვე ჰქონოდათ იმის ნიმუში, რას და როგორ გამოიყენებდნენ სასწავლო პროცესში.
მოტივაციის ასამაღლებლად, ხარისხიანი და შინაარსობრივად დატვირთული პროდუქტის შექმნის წასახალისებლად მასწავლებლებს დავპირდით, რომ მათ შორის საუკეთესოები მიიღებდნენ ჯილდოს - საჩუქრებს და საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის საშუალებას. "მაიკროსოფტთან" ერთად გადაწყდა, რომ ინოვატორი მასწავლებლები ამ კომპანიის მიერ გამოცხადებულ ყოველწლიურ ევროპულ ფორუმზე გაემგზავრებოდნენ.
ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ის მასწავლებლები, რომლებიც სასწავლო პროცესში ინოვატორულად იყენებენ ტექნოლოგიებს. ფორუმის ფარგლებში იმართება მასწავლებლების მიერ მომზადებული პროექტებისა და ელექტრონული რესურსების გამოფენა.
"მაიკროსოფტ საქართველოსა" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი ის იყო, რომ დავიწყეთ პირველი კლასის მასწავლებლების კონსულტირების პროცესი. ტრენინგების დროს კარგად გვესმოდა, რომ სკოლაში დაბრუნებული მასწავლებელი ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ სირთულეებს წააწყდებოდა, გაუჩნდებოდა კითხვები, დასჭირდებოდა დამხმარე... კონსულტირების მეთოდი საგანმანათლებლო სისტემაში კარგად არის აპრობირებული. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ტრენინგები გაცილებით ეფექტიანია, თუ მასწავლებლები პირისპირ დასხდებიან და ერთად გაივლიან საკლასო ინსტრუქტაჟს. საქმე ის არის, რომ მასწავლებლები საკლასო ოთახში ტრენინგებზე მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მხოლოდ 10-15 პროცენტს იყენებენ. ეს დაბალი მაჩვენებელია. ხოლო როდესაც ორი კოლეგა ერთმანეთს ასწავლის, მაჩვენებელი 80-90 პროცენტამდე იზრდება.
- როდის დაიწყო და რას გულისხმობს მასწავლებლების კონსულტირება?
- კონსულტირება დეკემბრიდან დაიწყო. პროცესი ასეთია: ტრენერები მიდიან "მოსწავლე" მასწავლებლებთან, სხდებიან მათთან ერთად და ეკითხებიან, ცოდნის მიღების შემდეგ რა სირთულეები შეექმნათ ტექნიკური, მეთოდოლოგიური თუ სხვა თვალსაზრისით. ისინი ერთად გეგმავენ კონკრეტულ გაკვეთილს, ერთად ატარებენ და აფასებენ მას. ტრენერი და მასწავლებელი თანამშრომლობენ, იზიარებენ პასუხისმგებლობას... ამ კონკურსის ფარგლებში ეს ხაზიც გავაგრძელეთ.
ტრენერებს ვთხოვეთ, მაქსიმალურად დახმარებოდნენ მასწავლებლებს საპროექტო შაბლონის გამართვაში, რათა მათ ეროპულ ფორუმზე მიმზიდველი პროდუქტის წარდგენის საშუალება ჰქონოდათ.
- რამდენად დიდი იყო კონკურის მიმართ მასწავლებელთა ინტერესი?
- სულ სამოცდაექვსი პროექტი შემოვიდა. მეტს ველოდით, თუმცა დროც ცოტა გვქონდა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა პირველი კლასის მასწავლებელს, ვინც კი სასწავლო პროცესში ბუკს იყენებს. საკონკურსო მოთხოვნისამებრ, მასწავლებელს უკვე მზა პროდუქტი უნდა წარმოედგინა. მის პაკეტში მოსწავლეთა ნამუშევრებიც უნდა ყოფილიყო. ყველა პირობას ორმოცდათოთხმეტი პროექტი აკმაყოფილებდა. მათ ავტორთაგან შეირჩა ოცი, რომლებიც კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ. მათი პროექტების პრეზენტაციის შემდგომ კი გამოვლინდა ორი გამარჯვებული. თავდაპირველად ფორუმზე ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთი კვოტა ჰქონდა, მაგრამ "მაიკროსოფტ საქართველოს" დახმარებით მეორე პროექტის წარდგენის საშუალებაც მოგვეცა.
- ცნობილია, რომ ევროპის ფორუმზე კონკურსი პორტუგალიაში ჩატარდება და გამარჯვებული პროექტი მსოფლიო ფორუმზე იქნება ნომინირებული.
- მსოფლიო ფორუმი ოქტომბერში ათენში გაიმართება. პორტუგალიაში გამართულ ფორუმზე კი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, კიდევ სამი მასწავლებელი გაემგზავრება. საუკეთესო ხუთეულში მოხვედრილი პედაგოგები, გარდა იმისა, რომ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების მასტერკლასებსაც დაესწრებიან. ჩვენი ცენტრი მასტერკლასებზე დასასწრებად ორ ტრენერსაც მიავლენს.
- რას ეხებოდა ორი გამარჯვებული პროექტი, რომლებმაც თქვენი ყურადღება დაიმსახურა და ქართველი მასწავლებლებისთვის ევროპის საგზურად იქცა?
- ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებლის პროექტს ერქვა "ვიდეოწერილი ლილის". პროექტის შინაარსისამებრ, პირველკლასელებმა ნიუ-იორკიდან ქართველი ემიგრანტი ბავშვის ვიდეოწერილი მიიღეს. ლილი მაღალსართულიან სახლში ცხოვრობდა და არასოდეს ჰქონია ურთიერთობა შინაურ ცხოველებთან. ის საქართველოში მცხოვრებ თანატოლებს მათ აღწერას სთხოვდა. ამ წერილმა ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველკლასელები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ სათხოვარს, სურათები გადაუღეს შინაურ ცხოველებს, მასწავლებლის დახმარებით ატვირთეს იუთუბზე, დაწერეს წერილები... მათთვის ტიპურმა გარემომ მოულოდნელად ახლებური დატვირთვა მიიღო.
მეორე გამარჯვებულ პროექტში სოფელ გურჯაანის მასწავლებელმა ასო-ბგერა "ხ" თავისებურად ახსნა. "დედა-ენაში" "ხ” ასო-ბგერის საილუსტრაციო ტექსტში ნახსენებია თიხა და თიხის თასი. იქვე მოცემულია სურათი, სადაც მეთუნე თიხისგან ჭურჭელს ამზადებს. მასწავლებელმა ბავშვები თიხის ჭურჭლის დამამზადებელ სახელოსნოში წაიყვანა და თიხის დამუშავების პროცესი გააცნო. ბავშვებმა, შეძლებისამებრ, ამ პროცესის დოკუმენტირება მოახდინეს.
- ფორუმიდან დაბრუნებული მასწავლებლები და ტრენერები ვის გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს?
- ორი ტრენერი ტრენერთა ოცდაცამეტკაციან ჯგუფში გაავრცელებს ამ ინფორმაციას, ეს ტრენერები კი სკოლებში პედაგოგებს უამბობენ ამის შესახებ. დაინტერესებული მასწავლებლებისთვის მასწავლებლის სახლში გაიმართება სემინარი თემაზე, როგორ იყენებენ ევროპაში ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში.
ვიმედოვნებთ, გაისად ჩვენი მასწავლებლები კონკურსში უფრო მეტი თავდაჯერებით ჩაერთვებიან.
კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლების ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ აქ: