მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების სქემაში ჩართვის მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. 23
აპრილიდან 23 მაისამდე მსურველებმა რეგისტრაციისთვის რაიონულ
რესურს-ცენტრებში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- რეგისტრაციის განაცხადი
- მასწავლებლის სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს სკოლის დირექტორი; (სამოქმედო გეგმის ნიმუში)
სქემაში ჩართვა შეუძლია მხოლოდ მოქმედ სერტიფიცირებულ მასწავლებელს. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ელექტრონულ
მისამართზე: dkvinikadze@tpdc.ge